დერჟინსკში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა – 2 ადამიანს ეძებენ (ფოტოკოლაჟი)

რუსეთში, ქალაქ დერჟინსკში, ქარხანა „კრისტალის“ ტროტილის საამქროში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. დაშავებულებიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენებმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. ორი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ტროტილის საამქროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 217 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები, მაშველები და კრიმინალისტები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 1 ივნისს, რუსეთის ქალაქ დერჟინსკში, ქარხანა „კრისტალის“ ტროტილის საამქროში ზედიზედ რამდენიმე აფეთქება მოხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები