რუსეთში იარაღის ქარხანაში რამდენიმე აფეთქება მოხდა- არიან დაშავებულები (ვიდეო)
რუსეთის ქალაქ დერჟინსკში, იარაღის ქარხანა „კრისტალში“, ზედიზედ რამდენიმე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებები საკმაოდ მძლავრი იყო, რასაც ხანძარი მოჰყვა. შემთხვევის შედეგად, 27 ადამიანი დაშავდა.
თავდაპირველად, ინფორმაცია გავრცელდა, რომ დაშავდა 19 ადამიანი, თუმცა დაშავებულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.
წინასწარი მონაცემებით, ტროტილის საამქროში აფეთქებების მიზეზი სამუშაოების წარმოებისას ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა გახდა