აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის ვერცერთმა კანდიდატმა პირველ ტურში ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, ამიტომაც მეორე ტური დღესვე გაიმართება.

კენჭისყრის შედეგად, წარმოდგენილი რვა კანდიდატიდან ორი ხმა მერაბ წულუკიძემ, ერთი ხმა ბაჩო გურაბანიძემ, ერთი – ნათია ზოიძემ და ასევე, ერთი ხმა ირმა ზოიძემ მიიღო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობისთვის რვა კანდიდატი იბრძოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს ბორდის წევრებმა უნდობლობა ერთი თვის წინ გამოუცხადეს და თანამდებობიდან გადააყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები