ბრეთის მეურნეობაში სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სოფელ ბრეთის მეურნეობაში მიმდინარეობს სპორტული დარბაზის მშენებლობა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

“სპორტული დარბაზის ტერიტორიაზე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სატრენაჟორო სივრცის, საჭიდაო და კრივის მოედნების, კვების ობიექტებისა და სასტუმროს ოთახების/ნომრების მოწყობა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს არმატურის კარკასის დამზადება, მონოლითური რკინა-ბეტონის გადახურვის ფილისა და რიგელების მოსაწყობად.
პროექტს ახორციელებს შპს „ართვინ ჯორჯია“,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები