კირცხალია – ოპოზიციაზე: ესენი არიან ძალა, რომელიც 2012 წლიდან თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯის წინააღმდეგნი იყვნენ, რომელიც “ქართული ოცნების” პირობებში ჩვენმა ქვეყანამ გადადგა
“ესენი არიან ძალა, რომელიც 2012 წლიდან თითოეული იმ ბენეფიტის, წინ გადადგმული ნაბიჯის წინააღმდეგი იყვნენ, რომელიც “ქართული ოცნების” პირობებში ჩვენმა ქვეყანამ გადადგა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ისინი არიან “უსამშობლოების ძალა, რომელსაც არ აინტერესებს თავისი ქვეყნის არცერთი წინსვლა”.
“ეს იქნებოდა ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება, კანდიდატის სტატუსი თუ ა.შ. ევროკავშირის სტრუქტურებში კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ ამ უსამშობლოების ანასხლეტები და იხვეწებოდნენ ოღონდ ეს ბენეფიტები არ მისცეთ საქართველოს, ჩვენს ქვეყანასო.
სწორედ ამიტომ არიან უსამშობლოების ძალა, რომელსაც არ აინტერესებს თავისი ქვეყნის არცერთი წინსვლა”, – განმარტა კირცხალიამ.