მდინარაძე – სამუშიას გადადგომის მოთხოვნას სარკაზმით პასუხობს – “არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ მან გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში”

“ზოგს უკვირს, რა შუაშია უნივერსიტეტთან აქციები და სამუშიას გადადგომა ხო საერთოდო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“რა არის გაუგებარი? ორასი და სამასი ხმა კი არ გაყალბებულა, 300 ათასი გაყალბდაო. შესაბამისად, არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ მან გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში!”, – წერს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები