ირაკლი კირცხალია: 7 ნოემბერი რომ სწყურიათ და სისხლი რომ გადმოსდით თვალებიდან, აბსოლუტურ უმრავლესობას, ვინც იქ დგას, თავიანთი ლიდერშიპით, სწორედ მაგიტომ არიან მილევად რეჟიმში

„7 ნოემბერი რომ სწყურიათ და სისხლი რომ გადმოსდით თვალებიდან, აბსოლუტურ უმრავლესობას, ვინც იქ დგას, თავიანთი ლიდერშიპით, სწორედ მაგიტომ არიან მილევად რეჟიმში”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი კირცხალიამ საპროტესტო აქციაზე “იმედის“ გადამღები ჯგუფებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ რაიმე სამართლებრივი პასუხია გასაცემი, აუცილებლად უნდა გაეცეს.

“გუშინ რაც იყო, ეს არის მათი სახე. თუ რაიმე სამართლებრივი პასუხია გასაცემი, აუცილებლად უნდა გაეცეს. ხოლო რაც შეეხება ამის მორალურ შეფასებას, ამაზრზენი იყო ეს ყველაფერი“, – განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანიის ინფორმაციით, 19 ნოემბერს, „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მათივე ცნობით, შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები