ხვიჩია – ოპოზიციაზე: ლიდერები არ შევლენ პარლამენტში, მაგრამ შეუშვებენ თავიანთ ხალხს და ბიუჯეტიდან ფულს მიიღებენ თვითონ
პარლამენტში ბარიერგადალახული ოპოზიციონერების შესვლა-არშესვლის საკითხს “გირჩის” წევრი, იაგო ხვიჩია ეხმაურება.
როგორც ის აღნიშნავს, როცა ოპოზიციის ერთი წევრი შევა პარლამენტში, შემდეგ სხვებიც შევლენ.
“როგორც კი ერთი შევა, მერე ყველა შევა. ლიდერები არ შევლენ, მაგრამ შეუშვებენ თავიანთ ხალხს და ბიუჯეტიდან ფულს მიიღებენ თვითონ, ეს მოხდება”, – აღნიშნავს ხვიჩია.