საზოგადოება „ქართული“: გვინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ „იმედის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას

საზოგადოება „ქართული“, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტებსა და მის ხელმძღვანელობას მხარდაჭერას უცხადებს.

„გვინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას, რომელთაც დღეს მუშაობა უწევთ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გენერირებული და მათი პატრონების მიერ წახალისებული სიძულვილის ატმოსფეროსა და აღვირახსნილი ძალადობის პირობებში“, – აღნიშნულია გავრცელებულ წერილში.

ცნობისთვის, ტელეკომპანიის ინფორმაციით,19 ნოემბერს, „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მათივე ცნობით, შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები