ლევან მგალობლიშვილი: ჩვენი მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტად კვლავ რჩება განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტები

ჩვენი მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტად კვლავ რჩება განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტები. დაგეგმილია სამინისტროების პროგრამული ნაწილისა და დაფინანსების ზრდა. აღნიშნულ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული მინისტრთა კაბინეტისა და ჩვენი გუნდის სრული შემადგენლობა, – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა მთავრობის სხდომაზე.

დღის წესრიგის გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე მთავრობის თავმჯდომარემ, ფინანსთა და ეკონომიკის ახალ მინისტრს ლაშა დოლბაძეს ახალ პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ლევან მგალობლიშვილმა მომდევნო წლის გეგმებსა და აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებებით ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფაზე. ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით, ყველა კომპაქტური ჩასახლების განვითარება და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურული და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება“, – აღნიშნა ლევან მგალობლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები