ირანელი გოგონა, რომელმაც პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა, ოჯახს დაუბრუნეს

სტუდენტი გოგონას წინააღმდეგ, რომელმაც უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა, სამართლებრივი საქმე არ აღძრულა და ის ოჯახს დაუბრუნეს, – ამის შესახებ ირანის სასამართლოს პრესსპიკერმა, ასგარ ჯაჰანგირმა განაცხადა.

„იმის გათვალისწინებით, რომ გოგონა საავადმყოფოში გაგზავნეს და დადგინდა, რომ ავად იყო, ის ოჯახს გადასცეს და მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საქმე არ აღძრულა“, – განაცხადა ირანის სასამართლოს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში ახალგაზრდა გოგონამ, თეირანში, ისლამური აზადის უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა. სტუდენტმა პროტესტი ამ ფორმით მას შემდეგ გამოხატა, რაც უნივერსიტეტის დაცვამ ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ირანის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გოგონა „პრობლემური ინდივიდია“ და იგი სამკურნალო ცენტრში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები