„საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელში წერს.
ის განმარტავს, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
“ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ქართველების არჩევანს და გააგრძელოს ამ ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს ევროპისა და საქართველოს ინტერესებში შედის“, – წერს ლასლო სოციალურ ქსელ X-ზე.