რუსეთი იაპონიას სავიზო რეჟიმის გაუქმებას სთავაზობს
მოსკოვმა ტოკიოს სრულ უვიზო რეჟიმზე გადასვლა შესთავაზა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა იაპონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“დღეს ჩვენ შევახსენეთ იაპონიას ძველი რუსული შეთავაზება სრულ უვიზო რეჟიმზე გადასვლის შესახებ რუსეთსა და იაპონიას შორის – დაწყებული მოგზაურობიდან, რომელიც საქმიან ვიზიტებს უკავშირდება. ვიმედოვნებთ, რომ დიალოგი გაგრძელდება”, – განაცხადა მინისტრმა.
ლავროვის განმარტებით, იაპონელ კოლეგასთან ძალიან ღია საუბარი ჰქონდა. მისი თქმით, მათ იციან, რა ამბავი უნდა მოახსენონ ვლადიმერ პუტინისა და სინძო აბეს მომდევნო შეხვედრისთვის, რომელიც ოსაკეში ივნისის ბოლოს ჩატარდება