ტერაქტი ქაბულში – თვითმკვლელმა ტერორისტმა სამხედრო აკადემიასთან ხელნაკეთი ბომბი ააფეთქა (ვიდეო)

 

ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა მარშალ ფაჰიმის სახელობის სამხედრო აკადემიასთან ხელნაკეთი ბომბი ააფეთქა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, მომხდარის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, აფეთქების ვიდეო კი სოციალურ ქსელში გავრცელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები