მიხეილ ყაველაშვილი: გიორგი სამუშია ის ადამიანია, რომელმაც, სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრაზე, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს წიწაკის „სპრეი” შეასხა

„გიორგი სამუშია, წინა ხელისუფლების ჯალათი და ეჭვმიტანილი წამებაზე, უკრაინაშია დაკავებული”, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, სამუშია ის ადამიანია, რომელმაც სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრისას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს წიწაკის „სპრეი” შეასხა.
„გიორგი სამუშია, ე.წ. წინა ხელისუფლების ჯალათი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეჭვმიტანილი წამებაზე, დაკავებულია უკრაინაში. ეს ის ადამიანია, რომელმაც სულ ახლახან, როცა მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდებოდა, იკადრა და იქ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს წიწაკის „სპრეი” შეასხა. ეს ადამიანი არის მწამებელი და იმართება ყოფილი პრეზიდენტისგან, რომელიც შოუებს დგამს ყოველთვის. სიმბოლურია ზუსტად ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის”, ერთი შეხედვით, თითქოს მოტივაცია, რომ რაღაც საკითხებზე საუბრობს და მეორე ის, რომ ასეთი ადამიანები უმაგრებენ ზურგს, ეს იყო ზუსტად ტრიუმფის დასასრული. გიორგი სამუშია და ასეთი ადამიანები, რომლებმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი მოქალაქეების წინაშე, აუცილებლად დაისჯებიან”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცნობისათვის, უკრაინაში, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის კომპეტენტურმა ორგანოებმა საქართველოში ძებნილი გიორგი სამუშია დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები