კარლო კოპალიანი ოპოზიციას: თქვენ მოგწონთ ისეთი პრემიერი, რომელიც ყველა ნაბახუსევზე „ტრუპებს” ითხოვდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი უკრაინაში გიორგი სამუშიას დაკავებას გამოეხმაურა.
კოპალიანმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მწვავედ გააკრიტიკა.
„მინდა ორი სიტყვა ვთქვა იმ თავხედობასთან დაკავშირებით, რაც ამ დარბაზში ხდება. იქნებ ვინმეს დაავიწყდა როდესაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე ლაპარაკობს, როდესაც მათი უშიშროების საბჭოს მდივანი ერთი თვე გენერალ ბორისოვის პირადი მძღოლი იყო. თქვენ არ მოგეწონებათ ეს პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ თქვენ მოგწონთ ისეთი პრემიერი, რომელიც ყველა ნაბახუსევზე „ტრუპებს” ითხოვდა. თქვენ არ მოგეწონებათ ასეთი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, და ეს გასაკვირი არაა. ძალადობაზე ნუ საუბრობთ. ძველი დაგავიწყდათ? გუშინდელი გაიხსენეთ. კიევში თქვენი ზონდერი დაიჭირეს, რომელსაც სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი, ჩვენს სისხლში და ეს კიდევ გაგრძელდება ” – განაცხადა კარლო კოპალიანმა.
“ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკავებულია საქართველოში ძებნილი გიორგი სამუშია”, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, სამუშიას ბრალი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება. უწყების თქმით, ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, ამავე საქმეზე, დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები