დღეს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოსა და თამარ ჟვანიას მოუსმენენ

პარლამენტში დღეს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, პროცედურაში სათანადო მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება. პრემიერმინისტრი საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ფრაქციამ “ევროპული საქართველო” დაიბარა, თამარ ჟვანია – საპარლამენტო ფრაქციამ “ნაციონალური მოძრაობა”. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს – ის ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ სოციალური დახმარებების განაწილებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის საკითხთან დაკავშირებით მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები