საქართველოს პარლამენტის წევრები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის წევრები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მიიღებენ მონაწილეობას სლოვაკეთში, სადაც, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტარები საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, 31 მაისიდან 3 ივნისამდე შეიკრიბებიან.

საპარლამენტო ასამბლეაზე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლები გლობალური უსაფრთხოების, ამერიკისა და ევროპისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.

საქართველოს პარლამენტიდან ასამბლეის სხდომებში უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, ასევე ოპოზიციიდან ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები