პუტინი მსოფლიო ჰეგემონიაზე ალაპარაკდა

“მას, ვისაც შეუძლია, უზრუნველყოს მონოპოლია ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ის მსოფლიოს ბატონი გახდება”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს ხელოვნური ინტელექტის სფეროში ტექნოლოგიების განვითარების შესახებ შეხვედრაზე განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა, რომელიც დიდი ოდენობის საინფორმაციო მასივზეა დაფუძნებული.
“თუკი ვინმე შეძლებს, უზრუნველყოს მონოპოლია ხელოვნური ინტელექტის სფეროში, მაშინ შედეგი ჩვენთვის ნათელია – ის მსოფლიოს ბატონი გახდება”, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის სფეროში ბატონობისთვის ბრძოლა უკვე გლობალური კონკურენციის სფერო გახდა და ახალი პროდუქტი და გადაწყვეტილებები უფრო ხშირად მიიღება.
პუტინის აზრით, ხელოვნური ინტელექტი მთელი მსოფლიო ბედს გადაწყვეტს. მისივე თქმით, ამ სფეროში არსებულ გამოგონებებს მსოფლიო ისტორიაში ეკონომიკასა და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის ანალოგიები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები