პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – რა განმარტებას აკეთებს მიხეილ ყაველაშვილი (ვიდეო)

საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ერთმანეთს თავდაპირველად დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი კამათში „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მუხრან ვახტანგაძე ჩაერთო.
დეპუტატები დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს. დაპირისპირების მიზეზი უცნობია, რადგან სხდომათა დარბაზში, სადაც დაპირისპირება მიმდინარეობდა, მიკროფონები გამორთული იყო.
მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით განმარტება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა
„ჩვენც ადამიანები ვართ და ხანდახან გვაქვს უფლება, პირად საკითხებზე ვისაუბროთ. ბოდიშს ვიხდი, რომ ეს სესიაზე მოხდა ეს. არაფერი მომხდარა. პირადი საკითხი იყო და ყველაფერი მშვიდად დამთავრდა“, – განაცხადა ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები