ადა მარშანია პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: ვაჟკაცური ჩხუბიც არ შეუძლიათ ამათ

“ვაჟკაცური ჩხუბიც არ შეუძლიათ ამათ”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებს დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირების თაობაზე განუცხადა.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რა გახდა დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს შორის კამათის მიზეზი.
„ვაჟკაცური ჩხუბიც არ შეუძლიათ ამათ. საქართველო ამათ ხელში არის უპატრონო… იმის თავიც არ აქვთ, რომ ერთმანეთი კარგად სცემონ, ვაჟკაცურად“, – განაცხადა მარშანიამ.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვიერი შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს შორის მოხდა, მოგვიანებით კი კამათში ჩაერთო „ქართული ოცნების“ დეპუტატი – მუხრან ვახტანგაძე. დაპირისპირების მიზეზი უცნობია, რადგან სხდომათა დარბაზში, სადაც დაპირისპირება მიმდინარეობდა, მიკროფონები გამორთული იყო.
წყარო: პირველი არხი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები