მარია ზახაროვა სააკაშვილის გეგმაზე, ააშენოს “ახალი უკრაინა”: ისევ? ისევ ახალი უკრაინა?

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა კომენტარს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ის უკრაინაში “ახალი უკრაინის” ასაშენებლად ბრუნდება.
“ისევ? ისევ ხალი უკრაინა? ახლა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ დაიწყება ახალი ქვეყნის დიდებული აღზევება? და რას აშენებდით 2014 წლიდან? მანამდე, იუშენკოს დროს?”, – წერს ზახაროვა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 29 მაისს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც 28 მაისს ვლადიმერ ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები