ტაილანდში ტურისტებს მარიხუანით მკურნალობის ნება დართეს
ტაილანდის მთავრობამ მარიხუანის წარმოების, შენახვისა და სამედიცინო დანიშნულებით გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი The Nation-იავრცელებს.
“ნორმატიული აქტის მიხედვით, რომელიც ტაილანდის მთავრობამ მიიღო, კანაფის მოხმარება შესაძლებელია სამედიცინო დანიშნულებით და, ასევე, ნარკოტიკების კვლევისთვის. ამასთან ერთად, მარიხუანით მედიკამენტების წარმოება განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა ხდებოდეს. კანაფის პროდუქტის ექსპორტიც ნებადართულია, მისი შენახვა და მოხმარება შეუძლია როგორც ადგილობრივს, ისე – ტურისტსაც”,- ავრცელებს პორტალი The Nation-ი.