ასანჟი ციხის საავადმყოფოში მოხვდა

WikiLeaks-ის დამაარსებელი, ჯულიან ასანჟი ბელმარშის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას WikiLeaks-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეკვადორის საელჩოში, ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო, საგრძნობლად უარესდებოდა.
WikiLeaks-ის წარმომადგენლების განცხადებით, ასანჟის მდგომარეობა ციხეში მკვეთრად გაუარესდა, მან საგრძნობლად იკლო წონაში, ხოლო 24 მაისს ნორმალურად ვერ ურთიერთობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები