ისრაელის პარლამენტმა თვითდაშლა მოახდინა

ისრაელის პარლამენტმა ​თვითდაშლას კენჭი უყარა. პირველად თავის ისტორიაში, ისრაელის პარლამენტმა კოალიციის ჩამოყალიბება ვერ მოახერხა არჩევნების შემდეგ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილებას ვადამდე დაშლის შესახებ 74 დეპუტატმა დაუჭირა მხარი 45-ის წინააღმდეგ.
კენჭისყრის წინ, ისრაელის პრემიერმინისტრმა – ბინიამინ ნატანიაჰუმ შეატყობინა თავის პარტიას, რომ მან ვერ მოახერხა, თავის დროზე ჩამოეყალიბებინა პარლამენტში მმართველი კოალიცია.
ხელახალი არჩევნები ჩატარდება 17 სექტემბერს. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, ვინაიდან არჩევნებმა პარლამენტში არ გამოიწვია მთავრობის ჩამოყალიბება.
ნატანიაჰუს მთავრობა 29 მაისამდე უნდა ჩამოეყალიბებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები