ამერიკაში, “თეთრი სახლის” წინ მამაკაცმა თავის დაწვა სცადა
უცნობმა მამაკაცმა ამერიკაში, “თეთრის სახლის” წინ საკუთარ ტანსაცმელს ცეცხლი წაუკიდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საიდუმლო სამსახური ავრცელებს.
ინციდენტი პარკ ელიპსში მოხდა, რომელიც ყველასთვის ღიაა. ადგილზე მისულმა სპეცსამსახურებმა და პოლიციამ ცეცხლი ჩააქრეს და მამაკაცს პირველადი დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც დაშავებული საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
მიზეზი, თუ რატომ გააკეთა ეს მამაკაცმა, უცნობია. სამართალდამცავები მომხდარის დეტალებს იძიებენ