ბუდაპეშტში, მდინარე დუნაიზე ნავი გადაბრუნდა – დაიღუპა 7 ადამიანი(ფოტო ,ვიდეო)
ბუდაპეშტში, მდინარე დუნაიზე ნავის გადაბრუნების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. შვიდივე მათგანი კორეელი ტურისტია. ნავში სულ 33 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 19 მგზავრს ამ დრომდე ეძებენ.
შემთხვევა ქალაქის ცენტრში უნგრეთის პარლამენტის შენობის წინ, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე მოხდა.
გემის ჩაძირვის მიზეზად ძლიერი წვიმა სახელდება. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ბუდაპეშტში ახლაც მიმდინარეობს. მომხდარის გამო დუნაიზე ხომალდების გადაადგილება შეწყვეტილია.
შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ოპერაციაში ჩართულია მყვინთავებიც.
