“ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ შესრულდეს ვალდებულებები და საქართველოს ჰქონდეს მუდმივი წინსვლა ნატო-სკენ ინტეგრაციის გზაზე”

„ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ შესრულდეს ვალდებულებები და საქართველოს ჰქონდეს მუდმივი წინსვლა ნატო-სკენ ინტეგრაციის გზაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვილნიუსში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი აძლევს დამატებით მოტივაციას, რათა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ალიანსის მიმართულებით.
„ყველამ ვიცით, რომ ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ შესრულდეს ვალდებულებები, საქართველოს ჰქონდეს მუდმივი წინსვლა ნატო-სკენ ინტეგრაციის გზაზე. ბუნებრივია, ასეთი მხარდაჭერა არის უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ეს გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ნატო-ს მიმართულებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები