ლინას ლინკევიჩუსი: საქართველო არ უნდა ელოდოს რაიმე ცუდს ევროპარლამენტის ან ევროინსტიტუტების მხრიდან

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტში არჩევნების შემდეგ საქართველო არ უნდა ელოდოს რაიმე ცუდს ევროპარლამენტის ან ევროინსტიტუტების მხრიდან. როგორც მან აღნიშნა, საქართველო მხოლოდ საშინაო დავალებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული.
„არ მგონია, რომ არჩევნების შედეგები დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. იქნება ცვლილებები, ხმები სხვანაირად გადანაწილდება, მაგრამ ტექნიკურად არსებითი ცვლილებები არ იქნება. საქართველო არ უნდა ელოდოს რაიმე ცუდს ევროპარლამენტის ან ევროინსტიტუტების მხრიდან, მომავალში ევროპული კომისიის მხრიდან, ეს ეჭვგარეშეა.
რაზეც საქართველო უნდა იყოს ფოკუსირებული, მხოლოდ საშინაო დავალებაა. ეს არის ერთადერთი გზა. არ მგონია, რომ რაიმე სკეპტიციზმი ან ნეგატიური მიდგომა იქნება ევროინსტიტუტების მხრიდან, თუ საქართველო გააგრძელებს მოტივირებულ რეფორმებს“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები