მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა. თვითმფრინავი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, კიევის ბორისპოლის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს აეროპორტში რადას ყოფილი დეპუტატები, ჟურნალისტები და თანამოაზრეები დახვდნენ.
„ხომ ხედავთ, ხალხის ემოცია როგორია. როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრს ვუყვარვარ. მესაზღვრეებიც ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ. მესაზღვრე გოგონამ მითხრა, მოგვენატრეთო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “კურიერთან” .
უკრაინაში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში უკრაინის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც მან უკრაინაში დასაბრუნებელი დოკუმენტი აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები