“ლიეტუვა არის საქართველოს აქტიური და ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით”

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, ლიეტუვა არის საქართველოს აქტიური და ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით.
აღნიშნული განცხადება მან ლიეტუვაში გააკეთა, სადაც საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„ლიეტუვა არის ჩვენი აქტიური და ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით, ისე რა თქმა უნდა, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით.
მიუხედავად დღეს ევროპაში გაბატონებული პოზიციისა, რომ გაფართოებაზე არ უნდა იყოს საუბარი ამ ვითარებაში, ლიეტუვა არის ის ქვეყანა, რომელიც ამ საკითხს მუდმივად აყენებს დღის წესრიგში. ჩვენ მადლიერები ვართ იმისათვის, რომ გვაქვს ასეთი აქტიური მხარდაჭერა.
დღეს ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ერთობლივი ძალებით ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ევროკავშირის საბჭო გერმანიის თავმჯდომარეობის პერიოდში გავააქტიუროთ კიდევ ერთხელ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებით საქართველოსთან და უკრაინასთან. გვაქვს ასეთი პოზიცია ლიეტუვას მხრიდან, რომ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ლიეტუვას თავმჯდომარეობამდე სერიოზული, მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, ჯერ-ჯერობით მხოლოდ გეგმა, მაგრამ ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ გეგმის განხორციელებით და გავაგრძელებთ საკითხზე თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები