ლადო კახაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი, ლადო კახაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას სულხან-საბას სკვერში შეხვდა.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მმართველი გუნდის კანდიდატმა ამომრჩევლებს დეტალურად გააცნო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა ინიცირებასაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გეგმავს.
საუბარი შეეხო ავარიული შენობა-ნაგებობების სწრაფ რეაბილიტაციას, სადაზღვევო პაკეტების ლიმიტების ზრდასა და მოსახლეობის ყოფითი პრობლემების გადაჭრას.
„მე ვარ წევრი იმ გუნდისა, რომელმაც ქვეყანაში დაამკვიდრა სტაბილურობა, მშვიდობა და განვითარება. მაქვს გეგმა, რომ კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელო მუშაობა ჩემი მთაწმინდელებისთვის პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები