მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დასაბრუნებლად პირადობის დამადასტურებელი საბუთი მიიღო (ფოტო)

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო საბუთი, რომელიც უფლებას აძლევს, უკრაინაში დაბრუნდეს. ეს პირადობის დამადასტურებელი საბუთია, რომელიც გაიცემა უკრაინის საელჩოს მიერ ქვეყნის ფარგლებს მიღმა, რათა მოქალაქემ, რომელმაც დაკარგა იურიდიული უფლება უკრაინაში შესასვლელად, შეძლოს საზღვრის გადალახვა.
აღნიშნული საბუთის მოქმედების ვადა განისაზღვრება კონკრეტული საელჩოს მიერ, მაგრამ არ შეიძლება, აღემატებოდეს 30 დღეს. თუკი ამ ვადაში საბუთის მფლობელმა არ გადალახა საზღვარი და არ დაბრუნდა უკრაინაში, საბუთი იურიდიულ ძალას კარგავს, ხოლო თუკი საბუთის მფლობელმა გადალახა საზღვარი და უკრაინაში შევიდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას მხოლოდ საბუთზე დატანილი ვადის განმავლობაში აქვს უკრაინაში ყოფნის უფლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები