ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი თანდათან კარგავს აქტუალობას

„მიხეილ სააკაშვილი თანდათან კარგავს აქტუალობას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლიეტუვაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ იგი მიხეილ სააკაშვილს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
„მიხეილ სააკაშვილს შეიძლება, ჰქონდეს ბევრი რამის მოტივაცია, თუმცა ის თანდათან კარგავს აქტუალობას საქართველოში. ამის მორიგი დასტური იყო შუალედური არჩევნების შედეგები, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა საქართველოში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას მე ამ ყველაფერს არ მივანიჭებდი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები