გიგა ბოკერია: თავი დაანებონ პოლიტიკური ოპონენტების დევნას, ეს ქვეყნისთვის საზიანოა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მმართველ გუნდს ურჩევს, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება დაიწყონ და თავი დაანებონ პოლიტიკური ოპონენტების დევნას, რაც ქვეყნისთვის საზიანოა.

ამასთან, პარლამენტის წევრი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
მისი განცხადებით, პეტრო პოროშენკოს მიერ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უსამართლო გადაწყვეტილება იყო.
“სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ის გამონაკლისი შემთხვევა იყო, როცა იმდენად აშკარა უსამართლობას ჰქონდა ადგილი, არ აქვს მნიშვნელობა, ვის მოსწონს სააკაშვილი ვის არა. ამაზე პოზიციის დაფიქსირება, მით უმეტეს, როდესაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო, იყო პრინციპის საკითხი. ამიტომ კარგია, როცა ჩვენს მეგობარ უკრაინაში ეს პრობლემა აღმოიფხვრა და მას მოქალაქეობა დაუბრუნეს. მე ვურჩევდი ივანიშვილის გუნდს, სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან, სანამ წააგებენ არჩევნებს და ეს აუცილებლად მოხდება, რაღაც პერიოდი მაინც გონს მოეგონ და იმ საქმის კეთება დაიწყონ, რისთვისაც ხალხმა ისინი აირჩია და არა ამ რაღაც პოლიტიკური ოპონენტების ან მათი ფანტომების დევნა, რომელიც მხოლოდ საზიანოა ქვეყნისთვის“, – აცხადებს ბოკერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები