ნიკა მელია: სააკაშვილს, განახლებულ „ნაცმოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას დიდი ამოცანა აქვთ – ამ ქვეყნის წინსვლა

ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს, განახლებულ „ნაცმოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას დიდი ამოცანა აქვთ – არა მარტო “ქართული ოცნების” დამარცხება, არამედ – ამ ქვეყნის წინსვლა.
როგორც მან აღნიშნა, გასაკვირი არაა, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ქებას არ დაუწყებს.
​„მიხეილ სააკაშვილს, განახლებულ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას ძალიან დიდი ამოცანა აქვთ და ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხება არ არის, უფრო დიდი მიზანი გვაქვს – ამ ქვეყნის წინსვლა.
​ნუკრი ქანთარიას ადგილზე არანაირ კომენტარს გავაკეთებდი და მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით ისევე ჩუმად ვიქნებოდი, როგორც დღევანდელ სესიაზე იყვნენ ჩუმად. ამ ქვეყნის მომავლის ბედს „ქართული ოცნების“ ეს დეპუტაცია ვეღარ განსაზღვრავს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ქება-დიდებას რომ არ დაუწყებს, ეს არავის უკვირს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, ის საქართველოში არა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას, არამედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნას გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები