ძიძიგური სააკაშვილზე: ალბათ, ისევ სახურავზე უნდა ვიხილოთ

“ვერ გავიგე, ეს კაცი ხან საქართველოს მოქალაქეა, ხან – უკრაინის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
„ვერ გავიგე, ეს კაცი ხან საქართველოს მოქალაქეა, ხან – უკრაინის.. მე “დეჟავიუ” მაქვს. ახლა მგონია, რომ ისევ თანამდებობაზე უნდა დანიშნონ, შემდეგ ისევ საზღვრიდან გაიყვანონ და შემდეგ, ალბათ, ისევ სახურავზე უნდა ვიხილოთ“, – განაცხადა ძიძიგურმა
ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე არანაირ გავლენას მოახდენს.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. აღნიშნული დადგენილება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები