ნუკრი ქანთარია: უკრაინის პრეზიდენტს პუტინმა სთხოვა, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობა აღედგინა

„უკრაინის პრეზიდენტს პუტინმა სთხოვა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობა აღედგინა. მან მეორე დღესვე მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, ნუკრი ქანთარია აღნიშნავს, რომ ვლადიმირ ზელენსკი მალე დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში “ამრევად” ჩაიყვანა.
„ზელენსკი ძალიან ნიჭიერი კაცი გახლავთ. ის თავად დაინახავს და დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი “ამრევად” ჩაიყვანა უკრაინაში. თუ რაში წაადგება, ამას მომავალი გვიჩვენებს. რამდენიმე ხნის წინ პუტინმა სთხოვა ზელენსკის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობა აღედგინა. მან მეორე დღესვე მიიღო ეს გადაწყვეტილება. სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას ზელენსკის სხვა ადამიანებიც სთხოვდნენ, მაგალითად, ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეებმა“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მისივე თქმით, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი კიდევ ერთხელ უნდა დააყენოს.
„აბსოლუტურად ლოგიკურად მიმაჩნია, რომ კვლავ მოხდეს იმ ადამიანის ექსტრადირების საკითხის დაყენება, რომელიც არის ძებნილი. მგონია, რომ ასეც უნდა მოხდეს“, – განაცხადა ქანთარიამ.
რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები