მამუკა მდინარაძე: აზერბაიჯანთან დავლაგდებით, ვიღაცებს ეს უნდათ თუ არ უნდათ, ჩვენ მოვილაპარაკებთ მშვიდობიანად

ვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აზერბაიჯანთან ამ თემაზე მოვილაპარაკებთ, ყველა დონეზე საუბარი გვაქვს იმ ფორმატში, რომელშიც უნდა მიმდინარეობდეს – ამის შესახებ დავით გარეჯის თემაზე საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დელიმიტაციის კომისია მუშაობს და მოლაპარაკების ფორმატს ფუნქციონირება უნდა დავაცადოთ.
„აზერბაიჯანთან დავლაგდებით. ვიღაცებს ეს უნდათ თუ არ უნდათ, ჩვენ მოვილაპარაკებთ მშვიდობიანად, სწორად და სახელმწიფოებრივად. აქედან გამომდინარე, პოპულისტური გამონათქვამები, განცხადებები და მხოლოდ სუბიექტურ ინტერესებზე ფიქრი ასეთ საკითხზე მსჯელობისას დამაზიანებელია. ამისგან თავი ყველამ უნდა შევიკავოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებებს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით გარეჯში დაძაბულობას ხელი შეუწყო, მდინარაძე აცხადებს, რომ “გამოგონილ არგუმენტებზე” კომენტარებს ვერ ვაკეთებთ.
” დღეს იმაზეც კი მოვისმინეთ სერიოზული კითხვები და „სერიოზული კომენტარები“, რომ შეთანხმებული იყო თუ არა პრეზიდენტის განცხადება მთავრობასთან. აქ საუბარი მხოლოდ განცხადებებზე არ არის. აქ საუბარია სახელმწიფოებრივ პოზიციაზე და როდესაც ამის საწინააღმდეგო არანაირი მოქმედება და განცხადება არ ყოფილა, ასეთი განცხადებები ძალით არ უნდა შევქმნათ და პარალელური, ილუზიური რეალობები საზოგადოებას არ უნდა დავუხატოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები