ეკა ბესელია დავით გარეჯზე: ეს არის თემა, რომელიც პერიოდულად ცოცხლდება და ყველასთვის მტკივნეულია

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც დავით გარეჯის საკითხზე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები საუბრობენ. მისივე შეფასებით, ეს არის თემა, რომელიც პერიოდულად ცოცხლდება და ყველასთვის მტკივნეულია.
„მგონია, რომ პრეზიდენტის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო, ეს საკითხი რა ფორმით და როგორ დაისვა. ეს გუშინ დაწყებული თემა არ არის. ეს არის თემა, რომელიც მიძინებული
იყო, შემდეგ ცოცხლდებოდა, მაგრამ ყოველთვის მტკივნეული იყო. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ასეთ თემაზე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები საუბრობენ ან მოქმედებენ. რამ შეუწყო ამას ხელი, ეს საკითხი ცოტა უფრო სიღრმისეულადაა გასაანალიზებელი და პარლამენტმა ეს ინფორმაცია უნდა მიიღოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები