ნიკა მეტრეველი: დავით გარეჯში სიტუაციის გართულება აწყობს მას, ვისაც აწყობდა პანკისში არეულობა, ბათუმში არეულობა, ნებისმიერი არეულობა – „ნაცმოძრაობას“

„სააკაშვილისა და „ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ეს პრობლემა არ მგონია, დამატებით მოგვარებულიყო, სიტუაცია მაშინ ბევრად უარესი იყო, ვიდრე დღეს არის“, – ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა მეტრეველმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ვსაუბრობთ დავით გარეჯის პრობლემაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვესაუბრებით მოძმე ერს, სახელმწიფოს, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში ყოველთვის ჩვენ გვერდითაა.
„ამ ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია პრინციპული რეალიზმი და ადეკვატური გააზრება არსებული გამოწვევების, არსებული პრობლემებისა და შემდეგ ადეკვატური მიდგომა. როდესაც ვესაუბრებით აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და მის ლიდერებს, მნიშვნელოვნია, კარგად გავითვალისწინოთ, ვის ვესაუბრებით. საუბარი გვაქვს მოძმე ერთან, სახელმწიფოსთან, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში ყოველთვის ჩვენ გვერდითაა. თვითონ აზერბაიჯანის სახელმწიფო მაქსიმალურად დადებითადაა განწყობილი ჩვენ მიმართ და ცდილობს, პრობლემები და გამოწვევები ერთობლივად, ნორმალურ რეჟიმში მოგვარდეს.
ექსპერტმა იმ ძალებზეც ისაუბრა, ვისაც პრობლემის გაღვივება და არეულობა აწყობს და ასეთად მან „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა. აქვე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარეჯში უამრავი პატრიოტი ადამიანი ჩადის და გულწრფელად აპროტესტებს იქ არსებულ მდგომარეობას.
არის ბევრი ძალა, რომელიც ცდილობს, ეს პრობლემა მაქსიმალურად გართულდეს. ვის აწყობს ეს? ეს აწყობს ერთი, რუსეთს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით „ნაციონალურ მოძრაობას“, აწყობს იმას, ვისაც აწყობდა პანკისში არეულობა, ბათუმში არეულობა და ა.შ. მოდი, ვთქვათ პირდაპირ, ქვეყნის შიგნით ნებისმიერი არეულობა აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას. უამრავი ძალიან წესიერი, პატრიოტი ადამიანია, რომელსაც გული შესტკივა დავით გარეჯზე. ჩადის იქ და აპროტესტებს იმას, რაც იქ ხდება. მაგრამ ამავე დროს, ვინ გამოჩნდა ამ პროცესების დასაწყისში? გამოჩნდა დავით ქაცარავა, გამოჩნდა სხვა არაერთი ავანტიურისტი, რომლებიც რეალურად ამზადებდნენ ამ ნიადაგს. ეს ძალები ამ სიტუაციაში ყველაზე იდეალურად გრძნობენ თავს. ესენი არიან სიტუაციური მოკავშირეები „ნაციონალური მოძრაობის“, რომლებიც ამ შემთხვევაში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს და მათთვის ნებისმიერი ასეთი სიტუაცია მისაღებია“,- აღნიშნა ნიკა მეტრეველმა.
ექსპერტი უწმინდესის განცხადებასაც გამოეხმაურა, მას იდეალური უწოდა და აღნიშნა, რომ ადეკვატური მიდგომით პრობლემა გადაჭრადია.
„იდეალური განცხადება გააკეთა ჩვენმა უწმინდესმა, ყველანაირად მორგებული სიტუაციაზე. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველგვარი ემოციის გარეშე, ყოველგვარი ისტერიკის გარეშე მაქსიმალურად ადეკვატურად უნდა მივუდგეთ ამ პრობლემებს. ეს პრობლემები გადაჭრადია. როგორც ვიზალიბერალიზაციის დროს, ბოკერია და კანდელაკი დარბოდნენ და ამბობდნენ, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცეთო. აი, ასე ბინძურად დარბიან ახლა და ცდილობენ, რომ ცეცხლი დაანთონ“, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები