ვოლკერი: ამერიკა არ აღიარებს რუსეთის პასპორტებს დონბასისა და ყირიმის მოსახლეობისთვის
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ აღიარებს რუსულ პასპორტებს, რომლებიც გაიცემა უკრაინის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე – დონბასსა და ანექსირებულ ყირიმში. ამის შესახებ მან სატელეფონო ბრიფინგზე განაცხადა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, რუსული პასპორტების დარიგება უკრაინის მოქალაქეებისთვის უკრაინის აღმოსავლეთში პროვოკაციული ნაბიჯია. ამასთან ერთად. ის მიიჩნევს, რომ უკრაინელების უმრავლესობა არ აიღებს აღნიშნულ პასპორტებს, ვინაიდან ისინი ისედაც ძალიან იტანჯებიან რუსული ოკუპაციისგან დონბასში.