ტრამპი იაპონიაში საკუთარ ვიზიტს წარმატებულს უწოდებს
ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იაპონიაში საკუთარ ოთხდღიან ვიზიტს ძალიან წარმატებულს უწოდებს. მისი თქმით, მხარეებმა, რიგ საკითხებში, საგრძნობ პროგრესს მიაღწიეს.
ამის შესახებ ის ინფორმაციას Twitter -ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“დავბრუნდი იაპონიიდან, ძალიან წარმატებული მოგზაურობიდან. მიღწეულია დიდი პროგრესი ბევრ საკითხში. დიდებული ქვეყანაა არაჩვეულებრივი ლიდერით – სინძო აბეთი!”, – წერს დონალდ ტრამპი.