სამართლიანობა და ღირსება – რატომ დაუბრუნა ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კრავჩუკმა ახსნა, თუ რატომ დაუბრუნა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა.
მისი თქმით, ზელენსკისთვის ეს სამართლიანობისა და ღირსების საკითხი იყო.
“ვფიქრობ, რომ, უპირველეს ყოვლისა, ზელენსკისთვის ეს სამართლიანობისა და ღირსების საკითხი იყო. ალბათ, გვახსოვს, როგორ მისცა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა: ძალიან მალე მისცა და ძალიან მალეც წაართვა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხში საერთოდ არ განიხილებოდა უკრაინის ნაციონალური ინტერესები. აქ მხოლოდ პოროშენკოს პირადი ინტერესები ფიგურირებდა”, – აცხადებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი.
მას, ასევე, ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილმა უკრაინაში რაიმე თანამდებობა დაიკავოს.
“პრეზიდენტმა უნდა იმუშაოს თავის მიწაზე, საკუთარ სამშობლოში. როდესაც ის სხვა ქვეყანაში სახლდება, მაშინ ის იმიგრანტია მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა ეს მას. ამიტომ, ჩემი აზრით, სააკაშვილს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ რაიმე თანამდებობაზე დაინიშნება”, – აცხადებს კრავჩუკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები