რომის პაპი მექსიკასთან კედლის მშენებლობას უდიდეს სისასტიკეს უწოდებს
რომის პაპი ფრანსკე მზად არის, პირადად უთხრას ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომ აშშ-სა და მექსიკას შორის კედლის მშენებლობა უდიდესი სისასტიკეა. ამის შესახებ მან მექსიკურ ტელეარხ Televisa-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“მე არ ვიცი, რა ხდება იმ ახალ კულტთან, ტერიტორიის დაცვის მიზნით კედელს რომ აშენებენ. ჩვენ ვიცით ერთი ეგეთი ბერლინში, რომელმაც დიდი თავის ტკივილი გამოიწვია და გვაწვალა”, – აცხადებს პაპი.
მისი თქმით, მშობლებისა და შვილების ერთმანეთისგან დაშორება ბუნებასთან წინააღმდეგობაში მოდის.
“თქვენ ასე ვერ მოიქცევით. ეს სისასტიკეა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისასტიკეა. და რას დაიცავთ? ტერიტორიას თუ ქვეყნის ეკონომიკას, ან ვინ იცის, კიდევ რას”, – აცხადებს რომის პაპი.
ამასთან ერთად, ის მზაობას გამოთქვამს, რომ პირადად უთხრას ყველაფერი დონალდ ტრამპს.