„სარფსა“ და „წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

21-24 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამურად, 4,820 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით  ათას-ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები