„ყაზბეგსა“ და „გუგუთში“ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 21-26 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში „გუგუთი“ და „ყაზბეგი“, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ძვირფასი ნაკეთობები გამოავლინეს.
ოქროსა(125,59 გრ.) და ვერცხლის (46 გრ.) ჯამურმა ღირებულებამ 9,913 ლარი შეადგინა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამურად 9,913 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.