ბათუმში, ძლიერმა ქარმა ქალაქის მცხოვრებლებს საფრთხე შეუქმნა

ბათუმში, ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია ელექტროენერგიის სადენები, წაქცეულია ხეები და მშენებარე კორპუსებიდან სამშენებლო მასალა ცვივა. ამის შესახებ ,,კვირას’’ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა აცნობა.​

საპატრულო პოლიციამ ქუჩის კონკრეტული მონაკვეთები გადაკეტა. მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მასალების გამო, არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები