გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები გურიაში ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები გურიის მხარეში სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტებმა საზოგადოებას გურიის მხარეში 2018 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2019 წელს მოსალოდნელი პროგნოზები გააცნეს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში ბუნებრივი საფრთხეების კუთხით არსებული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები