მწერალთა სახლში თანამედროვე გერმანელ მწერალს – ფრიდერიკე ჰაიმანს შეხვდნენ
მწერალთა სახლში თანამედროვე გერმანელ მწერალსა და ლიტერატურათმცოდნე ფრიდერიკე ჰაიმანს შეხვდნენ.
ღონისძიება გახსნა მთარგმნელმა ლია ვიტეკმა, რომელმაც ისაუბრა გერტრუდ კოლმარის პოეზიის საღამოს ჩატარების იდეაზე და მადლობა გადაუხადა მწერალთა სახლს მხარდაჭერისთვის.
ფრიდერიკე ჰაიმანმა წაიკითხა პოეტ გერტრუდ კოლმარის ლექსები და ისაუბრა მისი რთული ბიოგრაფიისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესახებ.
ფრიდერიკე ჰაიმანი თანამედროვე გერმანელი მწერალი და ლიტერატურათმცოდნეა, რომელმაც 2012 წელს ბაზელის ებრაული კვლევების ცენტრში, პროფესორ ალფრედ ბოდენჰაიმერის ხელმძღვანელობით, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პოეტ გერტრუდ კოლმარის შესახებ. 2023 წელს მან გამოაქვეყნა ლიტერატურული პორტრეტი „ეპოქის ქარცეცხლში − გერტრუდ კოლმარის შესახებ“.
ღონისძიებაზე ლექსების ქართული თარგმანი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მთარგმნელმა რუსუდან ბრეგაძემ.